რომან გოცირიძე - თუ ერთად ვიქნებით, არ გავატანინებთ

ჯერ ყველაფერი წინაა: მესამე მოსმენა, მერე პრეზიდენტის ვეტო, მისი განხილვა და დაძლევის მცდელობა - თუ საჭირო გახდა, არც საყოველთაო გაფიცვაზე უნდა ვთქვათ უარი, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საყოველთაო გაფიცვა კონსტიტუციური უფლებაა.

„ჯერ ყველაფერი წინაა: მესამე მოსმენა, მერე პრეზიდენტის ვეტო, მისი განხილვა და დაძლევის მცდელობა. თუ ერთად ვიქნებით, არ გავატანინებთ. ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ საჭირო გახდა, არც საყოველთაო გაფიცვაზე უნდა ვთქვათ უარი. ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა”, - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.