იმაზე მდიდრები, ვიდრე ოდესმე - ვინ როგორ დაფინანსდა ევროკავშირიდან 2004 წლის გაფართოების შემდეგ

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონმა 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანებიდან მიმდინარე წლამდე 500 მლრდ ევროზე მეტი მიიღო. Bloomberg-ის შეფასებით, დღეისთვის აღმოსავლეთ ევროპა იმაზე მდიდარია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

Bloomberg-ის გაანგარიშებით, ევროკავშირმა ახალი წევრების გასაძლიერებლად, მინიმუმ, ნახევარი ტრილიონი ევრო დახარჯა. კერძოდ, 2004 წლის გაფართოების კლასის წევრმა ქვეყნებმა გაერთიანების ბიუჯეტიდან 515 მლრდ ევროზე მეტი მიიღეს.

სააგენტომ ევროკომისიაზე დაყრდნობით დაფინასნების ოდენობის მიხედვით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სია შეადგინა, რომლებიც ევროკავშირში წევრობის 20-წლიან პერიოდს ითვლიან.

კერძოდ, 2004 წლის შემდეგ 20-წლიან პერიოდში ბრიუსელის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დაფინანსდა:

  • პოლონეთი - 237,6 მლრდ ევროთი
  • უნგრეთი - 83,4 მლრდ
  • ჩეხეთი - 73.3 მლრდ
  • სლოვაკია - 38.0 მლრდ
  • ლიეტუვა - 30.0 მლრდ
  • ლატვია - 17.6 მლრდ
  • სლოვენია - 14.2 მლრდ
  • ესტონეთი - 13.6 მლრდ
  • კვიპროსი - 4.6 მლრდ
  • მალტა - 3.2 მლრდ

მოამზადა ლადო სულაბერიძემ