რა პროდუქტები გაძვირდა აპრილში - ტოპ-10

2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.3%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 1.5 % შეადგინა. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, საბაზო ინფლაცია 2024 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3% იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3% განისაზღვრა.

მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად გაძვირდა ნიორი, ვაშლი და ატამი.

უფრო კონკრეტულად, ტოპ-10 გაძვირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  • ნიორი - 110,5 %
  • ვაშლი - 69%
  • ატამი - 68%
  • ქლიავი - 59%
  • ყურძენი - 40%
  • მსხალი - 34%
  • ბენზინი - 30%
  • კივი 27%
  • მწვანილი - 26%
  • ჭარხალი 19%

ნინი ქეთელაური