სად და რა ფასად ვყიდულობთ ნიორს, რომელიც აპრილში 110,5%-ით გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად ნივრის ფასი გაიზარდა. საუბარია 110,5%-იან გაძვირებაზე.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად და რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს.

სტატისტიკის მიხედვით, წელს 3 თვეში ქვეყანაში 419.87 ტონა (240.9 ათასი აშშ დოლარი) ნიორი შემოვიდა, რაც 60,6 ტონით მეტია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასულ წლის იანვარ-მარტში 359.2 ტონა (276.6 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტის იმპორტი განხორციელდა.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ წელს 1 კგ იმპორტირებული ნივრის ღირებულება, საშუალოდ, 57 ცენტი იყო, გასულ წელს (იანვარ-მარტში) კი 77 ცენტი.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც წელს ნიორი შემოვიდა, მთავარი იმპორტიორი ირანია, საიდანაც 266.9 ტონა (150.9 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, შემდეგია ჩინეთი - 145 ტონა (85.5 ათასი აშშ დოლარი) და თურქეთი 7.9 ტონა (4 4 00 აშშ დოლარი).

ნინი ქეთელაური