გერმანიაში პური მესამედზე მეტით გაძვირდა

გერმანიაში პურპროდუქტები ოთხი წლის განმავლობაში 34,4%-ით გაძვირდა. მონაცემები ქვეყნის სტატისტიკის ფედერალურმა ბიურომ (Destatis) პურის დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, რომელიც გერმანიაში 5 მაისს აღინიშნება.

ანგარიშში წერია, რომ 2019-2023 წლებში პურსა და ფუნთუშეულზე ფასები 34,4%-ით გაიზარდა.

Destatis ფასების ზრდის ძირითად მიზეზად ელექტროენერგიისა და ნედლეულის გაძვირებას, ასევე, პერსონალის ხარჯის ზრდას ასახელებს.

2022 წელს გერმანიაში მცხობელის პროფესიის შესწავლის კონტრაქტს მხოლოდ 1,640-მა ადამიანმა მოაწერა ხელი, რაც წინა ათი წლის განმავლობაში პროფესიისადმი ინტერესის 50%-ით დაკარგვას ასახავს.

შედარებისთვის, იმავე პერიოდში ქვეყანაში საერთო სამომხმარებლო ფასები 17.3%-ით გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ