ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და საზოგადოებაში არსებული დაძაბულობა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება, ქართულ ეკონომიკას რთულ მდგომარეობაში აყენებს.
ეკონომისტების და ბიზნესმენების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ამ კანონის მიღებით ქვეყანა დაკარგავს შემოსავალს, არ შემოვა უცხოური ინვესტიციები და საქართველო მხოლოდ, ე.წ. ოფშორებიდან წამოსული ფინანსების ამარა დარჩება. საბოლოოდ, ეს ყველაფერი შეამცირებს ქვეყნის მშპ-ს, რაც ნაგატიურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ეკონომიკის შემცირების ტენდენცია კი უკვე აპრილის მაჩვენებლების გამოქვეყნებისას აისახება.
ამიტომ, აუცილებელია, რომ სწრაფად დამშვიდდეს სიტუაცია, და თუ ეს ასე არ მოხდა, თუ სწრაფად არ დარეგულირდა მდგომარეობა, ეკონომიკა კიდევ უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდება.