საქართველოში მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ავოკადოს იმპორტი 63%-ით გაიზარდა.
კერძოდ, 2023 წელს იმპორტირებულია 1,141 მლნ დოლარის 543 ტონა ავოკადო, ხოლო 2024 წლის პირველ სამ თვეში 701 ათასი დოლარის 427 ტონა.
გასულ წელს საქართველოს 1 კგ ავოკადოს იმპორტი 1.6 დოლარი უჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წელს 2.1 დოლარი (კურსით 5.7 ლარი). მონაცემები აჩვენებს, რომ წელს ავოკადოს საიმპორტო ფასი 31%-ით გაიზარდა.
სუპერმარკეტებში 1 კგ იმპორტული ავოკადოს ფასი 19 ლარიდან იწყება. გამოდის, რომ მარკეტებში იმპორტირებულ ავოკადოზე ფასნამატი მინიმუმ 233%-ს შეადგენს.
რა შეეხება ბაზრებს, 1 კგ ავოკადოს ფასი 3.5 ლარიდან იწყება და 7 ლარამდე მერყეობს. აღნიშნული მონაცემების თანახმად, ბაზარში იმპორტირებული ავოკადო რიგ შემთხვევაში საიმპორტო ფასზე 39%-ით იაფად იყიდება, რიგ შემთხვევაში კი ფასნამატი 23%-ს შეადგენს.