მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 400 000 ლარზე ნაკლები თანხის სესხს სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ. ცვლილება უკვე ამოქმედდა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი.
ამასთანავე, მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სესხის ან საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 400 000 ლარს აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯამური ვალდებულებების დათვლისას ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები არ უნდა იყოს გათვალისწინებული.
გარდა ამისა, ცვლილება არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე ან მაშინ, როცა სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში.
საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში -1ლი მაისიდან შევიდა.
ცნობისთვის, აღნიშნული ცვლილებამდე ზღვარი 300 ათასი ლარი იყო.