"გრინპისმა" გენმოდიფიცირებული პროდუქტების სია გაასაჯაროა

ორგანიზაცია "გრინპისმა", რომელიც სამყაროს ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის იღწვის, ინტერნეტში გამოაქვეყნა გენმოდიფიცირებული პროდუქტების სია. სია გავრცელდა ბევრ საიტსა და სოციალურ ქსელში, თუმცა არ არის დადასტურებული, არის თუ არა ეს ინფორმაცია ნამდვილი. სიაში მსხვილი მწარმოებლები არიან. ბევრი მათგანის პროდუქტი შემოწმებულია და დადასტურებულია მათში გემოდიფიცირებული შემადგენლობების არსებობა, თუმცა ზოგიერთი კომპანია სიაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ "გრინპისს" არ მიაწოდა ინფორმაცია თავისი პროდუქციის შემადგენლობაზე. ბევრი მწარმოებელი თავს იმართლებს, რომ აქვს საჭირო დოკუმენტები, თუმცა მათთვის არავის მიუმართავს ამ საკითხზე. ასეა თუ ისე, ინფორმაცია გავრცელდა და რაკი ეჭვი გაჩნდა, სავარაუდოდ, არც მთლად სუფთად არის საქმე. ყველაზე ამაღელვებელი და შემაშფოთებელი კი აქ ის არის, რომ სიაში ძირითადად ბავშვთა კვების პროდუქტებია. ჩვენ სიას გთავაზობთ და არჩევანი თქვენზეა, ენდოთ "გრინპისს" თუ აღნიშნული კომპანიების კეთილსინდისიერებას.

იხილეთ პროდუქტების სია