დავების 94% სესხის გამცემმა სუბიექტებმა მოიგეს - რაზე ჩივიან მომხმარებლები

მხოლოდ ერთ თვეში სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ 173 საჩივარი დაიწერა, მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობში კი 319.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მარტში შესული საჩივრიდან 158 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, ხოლო 15 - სალომბარდე სესხებს.

რაც შეეხება პრეტენზიებს ხასიათის მიხედვით, აღნიშნული საჩივრებიდან 153 ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოდის, 15 - საპროცენტო შენატანებზე, ხოლო 2 - ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე.

ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პრეტენზიებიდან 162-ის (98%) განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით უკვე დასრულდა და მომხმარებლის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 11 -ის შემთხვევაში მიჩნეულია საფუძვლიანად და გადაწყვეტილია მომხმარებლის სასარგებლოდ.

ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება 2019 წელს დაეკისრათ, რა დროსაც მათი რაოდენობა 11-ს შეადგენდა. ამ დროისთვის კი, ბაზარზე 165 სესხის გამცემი სუბიექტი ოპერირებს.

ნინი ქეთელაური