ბარაკ ობამა ბელორუსისთვის სანქციების გახანგრძლივებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ერთი წლით გახანგრძლივებას ითხოვს.

თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი ინიციატივით ობამამ აშშ-ის კონგრესს უკვე მიმართა. სანქციები ვაშინგტონმა ბელორუსში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და პოლიტიკური რეპრესიების გამო დააწესა.

"ბელორუსის მთავრობის წევრების ქმედებები და პოლიტიკა, კონკრეტული ადამიანების მიერ ბელორუსში დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა, პოლიტიკური რეპრესიები და ადამიანის უფლებების დარღვევები და კორუფცია განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას", - წერია ბარაკ ობამას განცხადებაში.

აშშ-მა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები 2006 წლის 16 ივნისს დემოკრატიულ პროცესების ხელის შეშლის გამო ბელორუსის მთავრობის წევრების წინააღმდეგ დააწესა. კერძოდ, ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აშშ-ში დააყადაღეს ათი პირის, მათ შორის ბელორუსის პრეზიდენტის, ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების ქონება.