2024 წლის იანვარ-მარტში ბიუჯეტში საწვავის აქციზიდან 140 195 636 ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.7 მლნ ლარზე მეტია. როგორც ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებშია (კონსოლიდაციის გარეშე) აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში ხაზინამ საწვავის აქციზიდან 122 452 375 ლარის შემოსავალი მიიღო.
შედეგად გამოდის, რომ წლიურ ჭრილში აქციზიდან შესული თანხა 14.5%-ით გაიზარდა.
ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის სამ თვეში:
აღსანიშნავია, რომ წელს იანვარ-მარტში მთლიანად ხაზინაში იმპორტირებული პროდუქციის აქციზის გადასახადიდან 477 303 033 ლარის აკუმულირება მოხდა, მხოლოდ საწვავიდან 140 195 636 ლარის, დანარჩენი თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელზე, ავტომობილებზე და ა.შ. ნაწილდება. შედეგად გამოდის, რომ ბიუჯეტში აქციზიდან შესული თანხის 29.42% სწორედ საწვავის აქციზზე მოდის.
შეგახსენებთ, რომ საწვავის აქციზის გადასახადი საქართველოში 2017 წლიდან გაორმაგდა. ამ წლამდე აქციზი ტონაზე 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი დღეს შეადგენს 38 თეთრს, 2017 წლამდე კი 19 თეთრი იყო. დამატებითი ღირებულების გადასახადი საქართველოში 18%-ია.