აპრილის ბოლოს თურქეთში ინფლაცია 3,18%-ით დაჩქარდა, შესაბამისად წლიურმა მაჩვენებელმა 70%-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნული შედეგი ოდნავ უკეთესი იყო, ვიდრე ანალიტიკოსების მოლოდინი, რომლებმაც აპრილში სამომხმარებლო ფასების ზრდა 3,22%-ით იწინასწარმეტყველეს.
ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ელოდება, რომ ივნისიდან ქვეყანაში ინფლაცია სწრაფად დაიწყებს კლებას და წლის ბოლომდე 36%-ს მიაღწევს.