„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია პანდემიამდელ მდგომარეობასთან შედარებით 87%-ით აღდგა.
კვლევის მიხედვით, რეგიონის გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ შედარებით ნაკლები უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე. თუმცა, მეზობელი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, სომხეთი და უკრაინა, 2019 წლის მაჩვენებლებს კვლავ ჩამორჩებიან. რა შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, აქ ძლიერი აღდგენა დაფიქსირდა და 144%-ს მიაღწია.
ყველაზე დაბალი აღდგენის მაჩვენებელი (18%), კვლავ აზერბაიჯანის შემთხვევაში დაფიქსირდა. შეზღუდული აღდგენის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის კვლავაც ნაწილობრივ დახურული საზღვარი აზერბაიჯანის მხარეს. აზერბაიჯანის მთავრობის დირექტივის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 2024 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდება.
„2024 წლის პირველ კვარტალში ტურისტების ძლიერი აღდგენა დაფიქსირდა ისრაელიდან და 2019 წლის მაჩვენებელს 87%-ით გადააჭარბა. ასევე, გაზრდილია ვიზიტორთა ნაკადი ევროკავშირის ქვეყნებიდან და 2019 წლის დონეს 44% აჭარბებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დამატებული ავიარეისების და ავიაკომპანიები, კიდევ უფრო გაზრდის ტურიზმთა ნაკადს ამ რეგიონიდან“ - წერია კვლევაში.
"თიბისი კაპიტალი" წერს, რომ ამავე პერიოდისთვის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებმა 40%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში მცირედით დაიკლო სამეზობლო ქვეყნებიდან მიღებული შემოსავლის წილმა და 45% შეადგინა, რაც 13 პროცენტული პუნქტით დაბალია პანდემიამდელ დონესთან შედარებით.