„2024 წლის პირველ კვარტალში მაღალბიუჯეტიანი სასტუმროების დატვირთულობა ზომიერად აღდგა და საშუალოდ 46%-ს მიაღწია“ - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ.
"2024 წლის პირველ კვარტალში მაღალბიუჯეტიანი სასტუმროების დატვირთულობა ზომიერად აღდგა და საშუალოდ 46%-ს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით მატებას ასახავს. 2024 წლისთვის დატვირთულობის გაზრდა საშუალოდ 4%-ით არის მოსალოდნელი.
გარდა ამისა, მაღალ ბიუჯეტიან სასტუმროებში მცირედით გაიზარდა საშუალო ფასი და 113 დოლარი შეადგინა, რაც 5%-ით მაღალია 2019 წლის პანდემიამდელ დონესთან შედარებით" - წერია კვლევაში.