თბილისის რომელ უბანში შეძლებთ ბინის შეძენას ყველაზე იაფად - რომელია ძვირადღირებული უბნები

2024 წლის მარტში თბილისში 229.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 8.4%- იანი კლებაა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2024 წლის მარტში პირველად ბაზარზე ბინის ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა (თვიური 0.4%-იანი და წლიური 15.1%-იანი ზრდა).

ამასთან, ფასები გაიზარდა მეორად ბაზარზეც (თვიური 3.9% და 2.7% ზრდა ახალ და ძველ პროექტებზე, შესაბამისად).

„გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, 2024 წლის მარტში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ბინების გასაყიდი საშუალო ფასი ასეთი იყო:

  • მთაწმინდა - 2 533 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • ვაკე - 2 346 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • ჩუღურეთი - 1 611 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • კრწანისი - 1 482 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • საბურთალო - 1 474 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • ისანი - 1 233 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი ;
  • დიდუბე - 1 218 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • ნაძალადევი - 1 113 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • გლდანი - 1 044 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი ;
  • სამგორი - 992 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • დიდი დიღომი - 962 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • ვაშლიჯვარი - 949 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი.
თაია არდოტელი