15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ტურისტი ეწვია - 1-ლი კვარტალის შედეგები

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2024 წლის 1-ლი კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა.

ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში 1 300 551 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 143 204, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 1 157 347 იყო.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ცნობითვე, 2024 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 7.6%-ით აღემატება, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი - 19.6%-ით ჩამორჩება.

2024 წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 254 577 ვიზიტორი;
  • რუსეთი - 215 468 ვიზიტორი;
  • სომხეთი - 191 830 ვიზიტორი;
  • აზერბაიჯანი - 51 466 ვიზიტორი;
  • ისრაელი - 46 789 ვიზიტორი;
  • ირანი - 28 811 ვიზიტორი;
  • ყაზახეთი - 27 874 ვიზიტორი;
  • უკრაინა - 24 538 ვიზიტორი;
  • ინდოეთი - 20 645 ვიზიტორი;
  • ბელარუსი - 17 236 ვიზიტორი;
  • პოლონეთი - 11 734 ვიზიტორი;
  • გერმანია - 11 005 ვიზიტორი;
  • ფილიპინები - 10 551 ვიზიტორი;
  • ჩინეთი - 9 905 ვიზიტორი;
  • უზბეკეთი - 9 863 ვიზიტორი.
თაია არდოტელი