როგორ წამოვიწყოთ ბიზნესი - 11 აუცილებელი ნაბიჯი forbes-ის მიხედვით

ბიზნესის წამოწყება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასარგებლო გამოცდილებაა.

მაგრამ საიდან უნდა დავიწყოთ?

Forbes ბიზნეს იდეის განსაზღვრიდან-რეგისტრაციამდე 11 აუცილებელ ნაბიჯს გვთავაზობს:

“სანამ დაიწყებთ, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. საზოგადოებას ხშირად ესმის ერთ ღამეში მიღწეული წარმატების შესახებ, თუმცა ეს ან ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ ხდება. გახსოვდეთ, ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ბიზნესზე და ნუ შეედრებით სხვის წარმატებას“- წერს გამოცემა.

1. განსაზღვრეთ თქვენი ბიზნეს კონცეფცია

საქმიანი რჩევაა, იმის მონეტიზაცია მოახდინოთ, რაც გაინტერესებთ, გამოგდით და გიყვართ.

თუ არ გაქვთ მყარი წარმოდგენა იმაზე, თუ რას მოიცავს თქვენი ბიზნესი, დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

  • რისი კეთება გიყვარს?
  • რისი გაკეთება გძულს?
  • რაში ხარ კარგი?
  • რისი გაკეთება ყოველთვის გინდოდა, მაგრამ არ გქონდა რესურსი?

ამ კითხვებმა შეიძლება მიგიყვანოთ თქვენ ბიზნესის იდეამდე.

ასევე შეგიძლიათ აიღოთ არსებული პროდუქტი და გააუმჯობესოთ იგი.

2. გამოიკვლიეთ თქვენი კონკურენტები და ბაზარი

მეწარმეების უმეტესობა უფრო მეტ დროს უთმობს თავის პროდუქტებს, ვიდრე კონკურენციის გაცნობას. აუცილებელია, იცოდეთ რითი განსხვავდებით თქვენი კონკურენტებისგან?

მაგალითად, აიღეთ სახლის მოვლა - დასუფთავების სერვისების ნაცვლად, შეგიძლიათ სპეციალიზირდეთ შინაური ცხოველების მქონე სახლებზე ან ყურადღება გაამახვილოთ ავტოფარეხის დასუფთავებაზე.

ნებისმიერი კონკურენციის შესწავლის პირველი ეტაპი არის პირველადი კვლევა, რომელიც გულისხმობს მონაცემების მოპოვებას უშუალოდ პოტენციური მომხმარებლებისგან. შეგიძლიათ გამოიყენოთ კითხვარები, გამოკითხვები და ინტერვიუები, რათა გაიგოთ, რა სურთ მომხმარებლებს.

3. შექმენით თქვენი ბიზნეს გეგმა

ბიზნეს გეგმა არის დინამიური დოკუმენტი ახალი ბიზნესის ჩამოყალიბებისთვის. ეს დოკუმენტი უადვილებს პოტენციურ ინვესტორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს და კომპანიის მენეჯმენტს გააზრებას. გეგმა დაგეხმარებათ გააცნობიეროთ თქვენი იდეა და იპოვოთ პოტენციური პრობლემები.

ბიზნეს გეგმის დაწერისას შეიტანეთ შემდეგი სექციები:

  • შემაჯამებელი რეზიუმე
  • კომპანიის აღწერა
  • ბაზრის ანალიზი
  • ორგანიზაცია და სტრუქტურა
  • მისია და მიზნები
  • პროდუქტები ან სერვისები
  • შეჯამება
  • მარკეტინგული გეგმა
  • ფინანსური გეგმა

4. აირჩიეთ თქვენი ბიზნესის სტრუქტურა

ბიზნესის სტრუქტურირებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, თუ როგორ მოქმედებს თითოეული სტრუქტურა გადასახადების ოდენობაზე, ყოველდღიურ ოპერაციებზე და ა.შ. შემდეგ უნდა დარეგისტრირდეთ როგორც გადასახადების გადამხდელი.

5. დაარეგისტრირეთ თქვენი ბიზნესი და მიიღეთ ლიცენზიები

ბიზნესის დაწყებისას რამდენიმე სამართლებრივი საკითხია გასათვალისწინებელი. აირჩიეთ იგივე დომენის სახელი, თუ ეს შესაძლებელია, თქვენი ინტერნეტში ყოფნის დასადგენად; გახსენით ბიზნეს ბანკის ანგარიში; მიიღეთ შესაბამისი ლიცენზიები და ნებართვები.

6. მოაწესრიგეთ თქვენი ფინანსები

შეინახეთ თქვენი ბიზნეს ფინანსები ცალკე.

ბიზნეს ბანკის ანგარიშის გახსნისას, თქვენ უნდა მიუთითოთ თქვენი ბიზნესის სახელი და თქვენი ბიზნესის საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი. ეს საბანკო ანგარიში შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი ბიზნეს ტრანზაქციებისთვის.

  • დაიქირავეთ ბუღალტერი ან აწარმოეთ სააღრიცხვო პროგრამა.
  • განსაზღვრეთ თქვენი შემოსავალი და გასავალი.

7. დააფინანსეთ თქვენი ბიზნესი

თქვენი ბიზნესის დაფინანსების მრავალი განსხვავებული გზა არსებობს - ზოგი მოითხოვს მნიშვნელოვან ძალისხმევას, ზოგი კი უფრო ადვილი მოსაპოვებელია.

არსებობს დაფინანსების ორი კატეგორია: შიდა და გარე.

გარე დაფინანსება სხვადასხვა გრანტების მოპოვებით ან ინვესტორებთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი. შიდა დაფინანსება კი მთლიანად თქვენს რესურსებს გულისხმობს.

8. დააზღვიეთ თქვენი ბიზნესი

თქვენ უნდა გქონდეთ დაზღვევა მაშინაც კი, თუ ეს არის სახლში დაფუძნებული ბიზნესი ან არ გყავთ თანამშრომლები. დაზღვევის ტიპი, დამოკიდებულია თქვენს ბიზნეს მოდელზე და რისკებზე, რომელიც ინდივიდუალურად უნდა გაარკვიოთ.

9. მიიღეთ სწორი ბიზნეს ინსტრუმენტები

ბიზნეს ინსტრუმენტები დაგეხმარებათ გაამარტივოთ თქვენი ცხოვრება. სწორი ხელსაწყოები დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და მიიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები.

ამისათვის აუცილებელი გაიაროთ ტრენინგები და იყოთ უახლესი ტექნოლოგობის საქმის კურსში, რაც ხშირად უფასოა.

მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა, სწორი მარკეტინგი და სოც მედიის წარმოება თქვენი წარმატების საწინდარია.

10. თქვენი ბიზნესის გაყიდვა

ბევრი ბიზნესის მფლობელი ხარჯავს ბევრ ფულს მათი პროდუქციის შესაქმნელად ისე, რომ არ არის მარკეტინგული ბიუჯეტი გაწერილი.

  • შექმენით საიტი
  • გაიარეთ საიტი ოპტიმიზაცია SEO-სთვის
  • შექმენით შესაბამისი კონტენტი
  • შეიმუშავეთ სოციალური მედიის სტრატეგია.

11. გააფართოვეთ თქვენი ბიზნესი

თქვენ უნდა გაიზარდოთ მომხმარებელთა ბაზა და შემოსავალი. ეს შეიძლება გაკეთდეს თქვენი მარკეტინგული ძალისხმევის გაფართოებით, პროდუქტის ან სერვისის გაუმჯობესებით, სხვა შემქმნელებთან თანამშრომლობით ან ახალი პროდუქტების ან სერვისების დამატებით.

შექმენით შემოქმედებითი გუნდი, რომლებიც სხვადასხვა იდეის რეალიზებაში დაგეხმარებიან.

წყარო: forbes.com