ბერლინის ტრანსპორტით თვეში მხოლოდ 29 ევროდ მგზავრობა გახდება შესაძლებელი

ბერლინში 1-ლი ივლისიდან სამგზავრო ბარათი ამოქმედდება, რომლითაც ქალაქის ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ულიმიტო მგზავრობა იქნება შესაძლებელი. აბონემენტის ფასი თვეში 29 ევროს შეადგენს.

შედარებისთვის: ქალაქის მეტროში ერთი სამგზავრო ბილეთი 2,40 ევრო ღირს.

ბარათის შემოღების მთავარი მიზანი გზებზე ავტომობილების რაოდენობისა და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაა, რაც გლობალურ დათბობას ამძიმებს.

ახალი საშვი ბერლინის საზღვრებში ყველა მატარებელში, მეტროში, ტრამვაისა და ავტობუსში იმოქმედებს.

29-ევროიანი აბონემენტის შეძენა მხოლოდ წლიური, ანუ, მინიმუმ, 12 თვის ვადაზე გამოწერით არის შესაძლებელი. მათი მფლობელები 6 წლამდე ასაკის ბავშვების ან ძაღლების უფასო გადაყვანას შეძლებენ.

მსგავსი სამგზავრო საშვი ავსტრიაში, უნგრეთსა და სლოვენიაშიც არის ხელმისაწვდომი, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულში საფრანგეთის ყველა მატარებელზე ამოქმედდება. მისი გამოწერის ფასი მხოლოდ 49 ევრო იქნება, მაშინ, როცა მხოლოდ პარიზი-ლიონის მატარებლის ბილეთი ამჟამად, დაახლოებით, 50 ევრო ღირს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ