ფინეთში ხელოვნურმა ინტელექტმა ყავის ახალი ნარევი გამოიგონა

ფინეთში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ყავის კუპაჟს (ნარევს) ჰყიდიან. ერთ-ერთი კომპანიის მფლობელმა, რომელიც ყავის ნარევის გაყიდვაში არის სპეციალიზებული, ალგორითმს ახალი გემოს გამომუშავება დაავალა.

მან ხელოვნურ ინტელექტს მის ხელთ არსებული ყავის ყველა სახეობის მახასიათებლები და მათი გემოს აღწერილობა გადასცა.

ხელოვნურმა ინტელექტმა გადაწყვიტა, კუპაჟისთვის ყავის ოთხი სახეობის მარცვლეული შეერჩია, მაშინ, როცა სპეციალისტები, როგორც წესი, ორი ან სამი სახეობის ყავას უხამებენ ერთამნეთს, რომ სხვადასხვა გემოს გარჩევადობა შეიძლებოდეს.

კერძოდ, ხელოვნურმა ინტელექტმა ნაზავი ბრაზილიური, კოლუმბიური, ეთიოპიური და გვატემალური ყავის მარცვლებისგან შეარჩია. მოხალვის შემდეგ მომზადებული სასმელი ექსპერტებს გადაეცათ, რომლებმაც დაადგინეს, რომ კუპაჟი მაღალი ხარისხისაა და ადამიანის მხრიდან საბოლოო დამუშავებას აღარ საჭიროებს.

ცნობისთვის: ფინეთი ყავის მოხმარებაში მსოფლიო ლიდერია. ქვეყნის საშუალოსტატისტიკური მცხოვრები წელიწადში 12 კილოგრამ ყავას მოიხმარს, მაშინ, როცა, მაგალითად, მეზობელ და გაცილებით დიდ ქვეყანაში, რუსეთში ჩვეულებრივი მოქალაქე წელიწადში 1 კილოგრამზე ოდნავ მეტ ყავას სვამს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ