ვინილის ერა ბრუნდება - როგორია “მილენიალების“ მიერ გადარჩენილი ინდუსტრიის ისტორია

“მკვდრეთით აღმდგარი“ ვინილი საოცარი რენესანსით ტკბება. მხოლოდ მიმდინარე თვეს, ტეილორ სვიფტის ახალმა ალბომმა, The Tortured Poets Department აშშ-ში 859,000 ვინილის ასლის გაყიდა. ეს თანამედროვე ეპოქაში ვინილის ყველაზე დიდი გაყიდვების რეკორდია.

აშშ-ის გარდა, ვინილის კულტურა კიდევ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. 1992 წლის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში ამდენი რაოდენობის ვინილი არ გაყიდულა, რაც 2023-2024 წლებში.

წარმოგიდგენთ ვინილის ისტორიას - მისი აყვავების და ყველაზე ცუდი პერიოდების ჩათვლით.

ვინილის ისტორია ჯერ კიდევ 1877 წელს დაიწყო, როდესაც გამომგონებელმა თომას ედისონმა დააპატენტა მოწყობილობა ფონოგრაფი, რომელსაც შეეძლო ხმის ჩაწერა და რეპროდუცირება.

ადრეული დისკის მუსიკალური ჩანაწერების სახელებია "78s", (მათი დაკვრის სიჩქარის გამო 78 რევოლუცია წუთში- rpm). ისინი ძირითადად მზადდებოდა ფისისგან.

1931 წელს, ამერიკულმა ლეიბლმა RCA Victor-მა გამოაქვეყნა ხანგრძლივი დაკვრის (LP) ჩანაწერი, რომელიც დამზადებულია პლასტმასისგან, სახელად Vitrolac. პირველი ვინილის ჩანაწერებს ჰქონდათ დაკვრის სიჩქარე 33⅓ rpm და შეეძლო 15 წუთი მუსიკის შენახვა თითო მხარეს.

მინუსი ის იყო, რომ დისკები სწრაფად ცვდებოდა. ამ და სხვა მიზეზების გამო, LP-მა ვერ შეძლო გამხდარიყო აქტუალური.

RCA Victor-ის მთავარმა კონკურენტმა Columbia Records-მა ვინილის ტექნოლოგიის განვითარება 1939 წელს დაიწყო. 1948 წელს ლეიბლმა წარმოადგინა 12-დიუმიანი 33⅓ rpm LP დისკი, რომელიც დამზადებული იყო გამძლე პოლივინილ ქლორიდისგან (PVC). ახალ ფორმატს ჰქონდა უფრო პრიალა ზედაპირი და გაცილებით მაღალი ხმა. მას შეეძლო თითოეულ მხარეს 23 წუთი მუსიკა ჩაეწერა.

ვინილის ჩანაწერები ძალიან პოპულარული იყო 1950-იანი წლებიდან 80-იანი წლების შუა ხანებამდე.

შეერთებულ შტატებში ვინილის გაყიდვებმა პიკს 1973 წელს მიაღწია - იმ წელს 228 მილიონი ერთეული ვინილი გაიყიდა.

გაერთიანებული სამეფოში კი ვინილის ჩანაწერების გაყიდვებმა პიკს 1978 წელს მიაღწი ა- ეს იყო წელიწადში გამომუშავებული რეკორდული 163 მილიონი ფუნტი (1,08 მილიარდი დოლარი).

თუმცა, მალე ვინილის ჩანაცვლება კასეტებმა დაიწყო. სამომხმარებლო ელექტრონიკის ჰოლანდიურმა კომპანიამ Philips-მა 1963 წელს ბერლინის რადიოშოუზე წარმოადგინა ორ კოჭიანი კასეტა და მომდევნო წელს პროდუქცია აშშ-ში გამოუშვა.

1984 წლისთვის კასეტები ბაზარზე დომინანტური პროდუქტი გახდა და გაყიდვებში ვინილებს გადააჭარბა. 1984-1988 წლებში ვინილის გაყიდვები შემცირდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც. ეს ტენდენცია სხვა ბაზრებზეც გამოჩნდა, მათ შორის კანადასა და ავსტრალიაში.

ათწლეულის ბოლოს კი მსოფლიო კომპაქტურმა დისკმა (CD) მოიცვა. კასეტები აქტუალურობას კარგავდნენ, ვინილი კი მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს ახსოვდათ.

CD-ის დებიუტი 1982 წელს შედგა. მას 80 წუთი მუსიკის შენახვა შეეძლო, რაც მაშინ ნამდვილად უკონკურენტო იყო.

1990-იანი წლები ვინილის მაშველი რგოლი აღმოჩნდა. ფორმატი პოპულარული ხდებოდა რეივ და ჰიპ-ჰოპის სუბკულტურებში. გამორჩეულმა აუდიოფილებმა და კოლექციონერებმა ვინილების შეგროვება დაიწყეს. ამით, ვინილმა საკუთარი ნიშა დაიკავა, გადავიდა “ანდერგრაუნდ“ კულტურაში და CD-ს კონკურენციას გაუწია.

თუმცა, გლობალური თვალსაზრისით, საქმე ნამდვილად ცუდად იყო- 1995 წელს ვინილების გაყიდვები ძალიან შემცირდა და მხოლოდ 17 მილიონი შეადგინა.

IFPI-ს მიხედვით, 2000 წელს ვინილის გლობალური შემოსავალი შეადგენდა მხოლოდ 73 მილიონ დოლარს.

2001 წელს Apple-მა iPod გამოუშვა, რაც ვინილისთვის კიდევ ერთი სასიკვდილო ზარის მაუწყებელი იყო. იმავე წელს The Guardian-მა გამოაქვეყნა სიუჟეტი ჩანაწერების მაღაზიის გაქრობის შესახებ. ვინილის წილი მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის შემოსავალში მხოლოდ 0.2%-მდე დაეცა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი