“კი ევროპას არა რუსულ კანონს” - ამ ლოზუნგით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები იკრიბებიან.
მათი განცხადებით, უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლებას არ აქვს მცდელობა, რომ ე.წ რუსული კანონი უკან გაიწვიოს.
სტუდენტების თქმით, დღეს პროტესტის ნიშნად ბათუმის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.
“შემოგვიერთდით უნივერსიტეტის კიბეებთან და ერთად დავიძრათ ქალაქის ქუჩებში. ამ ფორმით გვსურს, რომ ჩვენი ხმა ხელისუფლებას მივაწვდინოთ, რათა ყოველგვარ რუსულს საქართველოში ვეწინააღმდეგებით”, - აღნიშნეს შეკრებილებმა
ბათუმში სტუდენტები მსვლელობას - “კი ევროპას არა რუსულ კანონს” გამართავენ
“კი ევროპას არა რუსულ კანონს” - ამ ლოზუნგით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები იკრიბებიან.
მათი განცხადებით, უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლებას არ აქვს მცდელობა, რომ ე.წ რუსული კანონი უკან გაიწვიოს.
სტუდენტების თქმით, დღეს პროტესტის ნიშნად ბათუმის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.
“შემოგვიერთდით უნივერსიტეტის კიბეებთან და ერთად დავიძრათ ქალაქის ქუჩებში. ამ ფორმით გვსურს, რომ ჩვენი ხმა ხელისუფლებას მივაწვდინოთ, რათა ყოველგვარ რუსულს საქართველოში ვეწინააღმდეგებით”, - აღნიშნეს შეკრებილებმა.