ქირა იაფდება - თბილისის რომელ უბანში ღირს ქირა ყველაზე ძვირი და იაფი?

2024 წლის მარტში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიური 0.2%-იანი შემცირებაა. ამის შესახებ ინფორმაცია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია მოცემული.

კვლევის თანახმად, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ბინის საშუალო ქირას კლების ტენდენცია აქვს.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2024 წლის მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქირა გაიაფდა, ხოლო 2022 წლის მარტთან შედარებით გაძვირდა. შედარებისთვის, 2023 წლის მარტში საშუალო ზომის ბინის ქირა კვადრატულზე 12.1 დოლარი, 2022 წლის მარტში კი 6 აშშ დოლარი იყო.

„გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, 2024 წლის მარტში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ბინების ქირის საშუალო ფასი ასეთი იყო:

  • ვაკე - 16.2 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • მთაწმინდა - 14.4 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • საბურთალო - 11.6 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • ჩუღურეთი - 10.8 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • კრწანისი - 10.1 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • ისანი - 9.9 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი ;
  • დიდუბე - 9.5 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • ნაძალადევი - 8.9 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • სამგორი - 8.1 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • ვაშლიჯვარი - 8.1 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • გლდანი - 8 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
  • დიდი დიღომი - 8 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი.
თაია არდოტელი