ღაზას სექტორის აღდგენა 40 მლრდ დოლარამდე დაჯდება

გაეროს შეფასებით, ღაზას სექტორის აღდგენას 30-დან 40 მლრდ დოლარამდე სჭირდება.

კერძოდ, გაეროს განვითარების პროგრამის არაბული ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორი, აბდულა ალ-დარდარი აცხადებს, რომ „გაეროს განვითარების პროგრამის თავდაპირველი შეფასებით, ღაზას სექტორის რეკონსტრუქციას 30 მლრდ დოლარზე მეტი სჭირდება და ამ თანხამ შესაძლოა, 40 მლრდ დოლარს მიაღწიოს.”

ხუთშაბათს გაეროს მორიგი შეფასება გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ღაზას სექტორში საცხოვრებელი ფონდის ნგრევის შედეგები 2040 წლამდე აღმოიფხვრება, თუ ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება “ჰამასს” შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაუყოვნებლივ დასრულდება.

ცნობისთვის: 2023 წლის 7 ოქტომბერს “ჰამასი” თავს დაესხა ისრაელს და 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლა, 240 კი მძევლად აიყვანა. ამის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში “ჰამასის” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ