ევროპელი ფერმერები რეკორდულად ცხელი ზაფხულის მოლოდინში არიან

ზაფხული ევროპაში გვალვისა და სიცხის ტალღების მაღალი რისკით ჩვეულებრივზე ცხელი იქნება, ხოლო თბილი მაისი ზედიზედ 10 თვის განმავლობაში რეკორდულად მაღალი გლობალური ტემპერატურის ტენდენციას განაგრძობს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

Atmospheric G2-ის მონაცემებით, „ჩრდილო ატლანტიკაში ზღვის ზედაპირის ტემპერატურამ 40 წლის განმავლობაში უმაღლეს დონემდე აიწია, რაც უჩვეულოდ ცხელ ზაფხულზე მიანიშნებს. აგვისტოს შუა რიცხვებიდან მოსალოდნელია მეტად მშრალი პირობები, რაც სიცხისა და გვალვის რისკს ზრდის.“

ამდენად, სოფლის მეორნეობის კულტურებისთვის 2024 წლის ზაფხული შესაძლოა, ისეთივე ცუდი აღმოჩნდეს, როგორიც იყო 2022 წლის ზაფხული, როცა გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ყველაზე ცხელი, 40ºC-ზე მეტი ტემპერატურა დაფიქსირდა.

Meteo France-ის ცნობით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში საფრანგეთში საშუალოზე მაღალი ტემპერატურა არის მოსალოდნელი, ხოლო Atmospheric G2-ის მიხედვით, ესპანეთი და იტალია იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც მაისში საშუალოზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება. იგივე არის მოსალოდნელი დიდ ბრიტანეთში, თუმცა მეტეოროლოგიური სამსახურის თანახმად, აპრილის ბოლოს ტემპერატურა საშუალო დონემდე დაეცა.

სკანდინავიაში მაისში ტემპერატურა ჩვეულებრივზე ოდნავ დაბალი იქნება.

ევროპის უმეტეს ქვეყნებში სოფლის მეურნეობის კულტურებმა ცხელი პირობებით მას შემდეგ ისარგებლეს, რაც სველმა ზამთარმა მინდვრები დატბორა და მარცვლეულის თესვას ხელი შეუშალა.

თუმცა მაღალმა ტემპერატურამ უკრაინის მთავარ სასოფლო-სამეურნეო რეგიონებზე უარყოფითად იმოქმედა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ