საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ შიდა ფრენებზე გამოცხადებული ორივე ტენდერი ჩაიშალა. სახელმწიფო შესყიდვა ეხებოდა როგორც ბათუმიდან თბილისის, ასევე მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნას.
ცნობისათვის, შიდა მიმართულებით საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის მომსახურების შესყიდვის მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2 ტენდერი გასულ თვეს გამოაცხადა. ჯამში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23 197 093 ლარს შეადგენდა.
ერთ-ერთი ტენდერი უკავშირდებოდა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენების გადაყვანის უზრუნველყოფას. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მგზავრთა რაოდენობა არანაკლებ 40 უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, შესყიდვის პირობების თანახმად, საჰაერო ხომალდით შესაძლებელი უნდა ყოფილიყო თითოეული მგზავრისთვის არანაკლებ 15კგ. თანმქონი ბარგის გადატანა. აღნიშნული ტენდერის ღირებულება 8 178 197 ლარს შეადგენდა. წინადადებების მიღება 2 მაისს იწყებოდა და დღეს, 7 მაისს სრულდებოდა.
რაც შეეხება მეორე ტენდერს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 018 896 ლარი იყო. წინადადებების მიღება ამ შემთხვევაშიც 2 მაისს დაიწყო და 7 მაისს დასრულდა.
ტენდერის პირობების თანახმად, საჰაერო ხომალდზე ადგილების რაოდენობა, მიმართულებების მიხედვით ასე გამოიყურებოდა:
ამასთანავე, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საჰაერო ხომალდზე, შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, თითოეულ მგზავრზე, არანაკლებ 15 კგ თანმქონი ბარგის ატანა.