"აქტუალ მედია" ახალი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღებას იწყებს

საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოს აზერბაიჯანელების შესახებ გარკვეული სტერეოტიპები ჩამოუყალიბდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ისინი მხოლოდ "მემწვანილეებად" მუშაობენ და არ არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დღევანდელი სურათი საკმაოდ შეცვლილია. საქართველოს აზერბაიჯანელებში საკმაოდ იმატა იმ ახალგაზრდების რიცხვმა, რომლებმაც სხვადასხვა პროფესიულ სფეროში მიაღწიეს წარმატებას და აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში. ახალგაზრდები გვხვდებიან მედიცინის, პედაგოგიკის, სამართალის, ხელოვნებისა თუ სხვა ღირებული სფეროებიდან.

სამწუხაროდ, მათ შესახებ საქართველოში ბევრმა არ იცის. სწორედ ამიტომ "აქტუალ მედიის" გუნდმა გადაწყვიტა, გადაეღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "ნოველა" საქართველოს წარმატებული აზერბაიჯანელების შესახებ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ცდილობენ ადამიანებს დაეხმარონ და პროფესიულად გამოადგნენ სამშობლოს. ფილმის ქრონომეტრაჟი 45 წუთს შეადგენს და იგი მოგვითხრობს შვიდ წარმატებულ ახალგაზრდაზე. გადაღებები დაწყებულია და იგი აქტიურად მიმდინარეობს.

"აქტუალ მედია" მადლობას უხდის ბიზნესმენებს ფილმისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. პრემიერა უახლოეს თვეებში შედგება. ამის შესახებ წინასწარ ვაცნობებთ საზოგადოებას.