„საქართველოს გზები“ რიკოთის ახალი გზის სარგებელზე წერს, რომლის მიხედვითაც გარდა იმისა, რომ გამტარუნარიანობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა გაიზრდება, შემცირდება მგზავრობის დრო და მოძრაობის უსაფრთხოების დონეც მოიმატებს.
„საუკუნის პროექტს“ უამრავი სხვა სარგებელი აქვს ქვეყნისთვის:
ამჟამად წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას 8 საათი სჭირდება, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი 4-4.5 საათი დასჭირდება.