საფრანგეთის პრემიერი ბიუჯეტში ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დასასწრებად დახარჯულ თანხას დააბრუნებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანულ ვალსი სახელმწიფოს იმ 2 500 ევროს აუნაზღაურებს, რომელიც თავისი შვილების ბერლინში, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დასწრების მიზნით ქვეყნის ბიუჯეტიდან დახარჯა.

მანუელ ვალსის განცხადებით, ის გაგებით მოეკიდა საზოგადოების მძაფრ რეაქციას და თანახმაა, ბიუჯეტის თანხა უკან დააბრუნოს.

მისივე თქმით, ბერლინში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რათა უეფა-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინისთვის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკითხები განეხილა. ევრო 2016-ს სწორედ საფრანგეთი მასპინძლობს.

ქვეყნის მასშტაბით ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, მანუელ ვალსი შვილებთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ფინალის თამაშს სახელმწიფო თანხების ხარჯზე დაესწრო. "ბიბისის" ცნობით, მანუელ ვალსის ჩემპიონთა ლიგის საფინალო მატჩზე დასწრება საერთო ჯამში 20 ათასი ევრო დაჯდა. საფრანგეთის პრემიერმა ბერლინში ჩასასვლელად სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა..

"საფრანგეთში 5.640.000 ადამიანი უმუშევარია. აქედან უმეტეს ნაწილს არ აქვს საშუალება, თავიანთი ქალაქის ან სოფლის სტადიონზე საყვარელ გუნდს უგულშემატკივროს. ამ დროს კი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მიემგზავრება ბერლინში, შეჯიბრზე, სადაც ერთმანეთს ხვდებიან იტალიური და ესპანური გუნდები. ხალხს პური არა აქვს, მაგრამ საბედნიეროდ მთავრობის ხელმძღვანელს შეუძლია ისიამოვნოს ტკბილი ფუნთუშით. მანუელ ვალსმა სჯობს გაიხსენოს, რომ გენერალი დე გოლი თავისი ჯიბიდან იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, როდესაც პრეზიდენტი იყო, მისი მეუღლე კი პროდუქტებს ოჯახის ბიუჯეტის ფულით ყიდულობდა", - დაწერა ფრანგულმა გამოცემა Le Point-მა.