ასოციაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ალტე უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association) წევრი გახდა!
ალტე უნივერსიტეტს, როგორც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წევრს, შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებსა და ერთიან ევროპულ პროექტებში, მიიღოს მონაწილეობა ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში და გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკის შესახებ გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ ასოციაცია ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს და მას 47 ქვეყანაში 850 -მდე წევრი ჰყავს. ორგანიზაცია ბრიუსელშია დაფუძნებული და უზრუნველყოფს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლას ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების კუთხით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს.
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაში წევრობის უპირატესობები გულისხმობს:
ასოციაცია თანამშრომლობს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან და წევრ ორგანიზაციებს, დამატებით, შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის უმაღლესი განათლების სამომავლო პოლიტიკისა და ინიციატივების ფორმირებაში.
ასოციაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://eua.eu/about/who-we-are.html
(R)