2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტის მოცულობა 325,7 მლნ ლარზე მეტს შეადგენდა

საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობებში გრანტის მოცულობა 325 789 700 ლარს შეადგენდა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ბიუჯეტის მთავარი შემავსებელი საგადასახადო შემოსავლებია, კერძოდ, 16,9 მლრდ ლარზე მეტი. რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, 1,3 მლრდ ლარს შეადგენს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან ბიუჯეტში გრანტების მოცულობა მცირდება. კერძოდ, 2021 წელს უცხოური დაფინანსება 487,1 მლნ ლარს შეადგენდა, 2022 წელს - 359 მლნ ლარზე მეტს, ხოლო 2023 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 325,789 მლნ ლარი იყო.

აუდიტის სამსახურის მონაცემების თანახმად, 2023 წელს ბიუჯეტში შემოსული უცხოური დაფინანსებიდან 58,4% (190,372 მლნ ლარი) ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტები იყო, ხოლო 41,6% (135,417 მლნ ლარი) საინვესტიციო გრანტები.

ნინი ქეთელაური