„პეისერა ბანკი“ ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს როგორც ქართული, ასევე ევროპული IBAN ანგარიშის გახსნის შესაძლებლობას სთავაზობს. აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ჩაერთოს „ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში“ (SEPA) და ევროში ანგარიშსწორება ისევე მარტივად, მყისიერად და დაბალი საკომისიოთი განახორციელოს, როგორც ლარში. გადარიცხვა სრულდება 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს და სრული თანხა მიმღების ანგარიშზე რამდენიმე წამში აისახება.
„პეისერა ბანკის“ ბიზნეს მოდელი ეფუძნება ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას, რაც მის უსაფრთხოებასა და სანდოობას უზრუნველყოფს. ამასთან, ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობით, ბანკმა საქართველოში დანერგა ინოვაციური ციფრული პროდუქტები და ევროპულ სერვისებზე შეუზღუდავად და მყისიერად ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მონაცემებით SEPA მოიცავს 36 ქვეყანას: ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, 3 ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყანა (ნორვეგია, ლიხტენშტაინი, ისლანდია), ასევე გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია, მონაკო, სან მარინო, ვატიკანი და ანდორა.
(R)