მიკროსაფინანსოების წინააღმდეგ მომხმარებლებმა 3 თვეში 220 საჩივარი დაწერეს

2024 წლის იანვარ-მარტში, მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 220 საჩივარი დაიწერა, ხოლო, კონკრეტულად მარტში - 62.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მარტში დაფიქსირებული საჩივრებიდან 27 სალომბარდე სესხებზე მოდის, 16 სამომხმარებლო სესხებზე, 5 მომენტალურ განვადებაზე, 3 - ბიზნეს სესხზე, 2 - ავტოსესხზე, ხოლო 2 - იპოთეკურ სესხზე.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2024 წლის მარტში შესული საჩივრებიდან 26 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე მოდის, 23 - ადმინისტრაციულ მომსახურებაზე, 2 - თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე, 2- საპროცენტო შენატანებზე, 1- ტრანზაქციებზე, ხოლო 1 - ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მარტში დაფიქსირებული 62 საჩივრიდან - 27 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 27 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, ხოლო 8 საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკები, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.

ნინი ქეთელაური