მიხეილ სააკაშვილის ხელფასი გუბერნატორის თანამდებობაზე 270 დოლარს შეადგენს

ოდესის ოლქის ახალდანიშნული გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოველთვიური ანაზღაურება გუბერნატორის თანამდებობაზე 5 644 გრივნას შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

როგორც "უკრაინსკაია პრავდას" ბლოგერი, პოლიტოლოგი გლებ კანევსკი წერს, მან სააკაშვილის ყოველთვიური ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თხოვნით ოდესის ოლქის ადმინისტრაციას მიმართა.

"ოდექსის ოლქის სამუშაო ანაზღაურება განისაზღვრება მინისტრთა კაბინეტის 2015 წლის 14 თებერვლის #43 დადგენილებით. ოდესის ოლქის გუბერნატორის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 5 644 გრივნას", - ნათქვამია ოდექსის ოლქის ადმინისტრაციის წერილში.

უკრაინის ცენტრალური ბანკის კურსით 5 644 გრივნა დაახლოებით 270 დოლარია.

bpn