საქართველო 100 უმდიდრეს ქვეყანას შორის 77-ე ადგილზეა

Global Finance-მა მსოფლიოს 100 უმდიდრესი ქვეყანა გამოავლინა. ქვეყნების რეიტინგი მშპ-ს ერთ სულზე გაანგარიშების მიხედვითაა შედგენილი, რაც საშუალებას გვაძლევს ხალხის ცხოვრების პირობების შესახებ უფრო ზუსტი წარმოდგენა შევიქმნათ.

როგორც ირკვევა, 2024 წლის ყველაზე მდიდარი ქვეყანა ლუქსემბურგია, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 143 743 დოლარს შეადგენს. მეორე ადილზე ჩინეთის ავტონომიური ერთეული - მაკაოა(პორტუგალიის ყოფილი სპეციალური ტერიტორია) – 134 141 დოლარით ერთ მოსახლეზე. შემდეგ მოდის ირლანდია - 133 895 დოლარი, სინგაპური - 133 737 და კატარი - 112 283 დოლარით ერთ ადამიანზე. ამერიკის შეერთებული შტატები მეცხრე ადგილს იკავებს($85 373) და 66 ადგილით უსწრებს მის მეზობელ მექსიკას($ 25 963).

ზემოთხსენებულ რეიტინგში 25.248 ათასი დოლარით, საქართველო 77-ე ადგილზეა და ჩამორჩება არგენტინას, მექსიკასა და ბელარუსს. კერძოდ, ამ ქვეყნების შემთხვევაში 1 სულ მოსახლეზე ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებელი ასეთია:

  • 74 - არგენტინა - $ 26,390
  • 75 - მექსიკა - $ 25,963
  • 76 - ბელარუსი - $ 25,685
  • 77 - საქართველო - $ 25,248

Global Finance-ის რეიტინგის თანახმად, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ჩინეთი($25 015), ტაილანდი($23 401), ჩრდილოეთ მაკედონია($22 249) და ა.შ.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, საქართველო სიმდიდრით რუსეთსა და თურქეთს ჩამორჩება, ხოლო სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით მოწინავე მოზიციაზეა. თურქეთი მშპ-ს ერთ სულზე გაანგარიშებით 51-ე ადგილს იკავებს და ჩვენს რეგიონში პირველია. მსოფლიოში მე-60 და რეგიონში მეორე ადგილზე არის რუსეთი 38 292 დოლარის მშპ-ით ერთ მოსახლეზე. რამდენიმე პოზიციით ჩამოგვრჩება სომხეთი, იგი რეიტინგში 82-ე ადგილს იკავებს და მისი მშპ ერთ სულზე 21 746 დოლარია (დაახლოებით 13,9%-ით ნაკლები ვიდრე საქართველოს). ჩამოგვრჩება აზერბაიჯანიც, იგი რეიტინგის ბოლოში, 93-ე ადგილზეა 19 328 დოლარის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულზე გაანგარიშებით.

მოამზადა თორნიკე მაისაშვილმა