თურქეთში საჰაერო ბუშტით მოგზაურობა სულ უფრო პოპულარული ხდება

თურქეთის მასშტაბით აეროსტატით (საჰაერო ბუშტით) 2023 წელს 747,203-მა ადგილობრივმა და უცხოელმა ტურისტმა იმოგზაურა. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს (SHGM) 2023 წლის ანგარიშში წერია.

მონაცემები ნევშეჰირ-კაპადოკიის, დენიზლი-პამუკალეს, კაისერი-სოღანლის, ნევშეჰირ-ჩატის, აქსარაი-იჰლარას, აფიონყარაჰისარ-ფრიგისა და ანტალია-ასპენდოსის რეგიონების მარშრუტებს მოიცავს.

SHGM-ის ცნობით, ამ სფეროში სერვისს 67 ორგანიზაცია ეწევა.

ბოლო პერიოდში საჰაერო ბუშტით ფრენებზე განაცხადები სხვა ახალ მიმართულებებზეც იზრდება. ასევე მიმდინარეობს მუშაობა არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

ამ დროისთვის თურქეთში 118 საჰაერო ბუშტი არის წარმოებული, საიდანაც 17 ექსპორტზე გავიდა.

მათი მომსახურე ტექნიკური პერსონალის რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 14%-ით, ანუ 575-დან 654 ადამიანამდე გაიზარდა.

2023 წლის შედეგების მიხედვით, თურქეთში საჰაერო ბუშტის 387 სერთიფიცირებული პილოტი მუშაობდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ