ივანიშვილი Credit Suisse-ს ჟენევის სასამართლოშიც უჩივის - კიდევ რა თანხას ითხოვს მილიარდერი

ბიძინა ივანიშვილმა ჟენევის სასამართლოში Credit Suisse-ის წინააღმდეგ 200 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (220 მილიონი დოლარი) მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. მიზეზი არაკეთილსინდისიერ მოვაჭრესთან დაკავშირებული სკანდალია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ეს მილიარდერის დამატებითი პრეტენზიებია, გარდა იმ 1,34 მილიარდი დოლარისა, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოებში აიღო.

საქმე Credit Suisse-ს ყოფილი ბანკირის, სინგაპურის ფილიალის კონსულტანტ პატრის ლესკოდრონის ეხება, რომელიც 2018 წელს თაღლითობის გამო იქნა გასამართლებული. ცნობისთვის ლესკოდრონი სხვა კლიენტების პორტფელებზე მზარდი ზარალების დასაფარად თანხებს ივანიშვილის ანგარიშიდან იღებდა.

როგორც გამოცემა წერს, ივანიშვილის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საჭირო თანხა ბერმუდისა და სინგაპურში მოგებულ ფულს ემატება. 2022 წელს, ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ს შესაძლო ზომების მიუღებლობისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა. გასულ წელს სინგაპურის სასამართლომ წინა თანხას 742 მილიონი დოლარი დაამატა. ბანკი, რომელიც ახლა UBS-ს ეკუთვნის, არ ეთანხმება არცერთ გადაწყვეტილებას და ითხოვს მათ ხელახლა განხილვას.

ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ლესკოდრონის უფროსებმა ან იცოდნენ მისი სქემების შესახებ, ან აუცილებლად უნდა სცოდნოდათ. ბანკი კი ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა და დანაშაულის შესახებ არც თანამშრომლებმა იცოდნენ,- წერს Bloomberg-ი.

მოამზადა თორნიკე მაისაშვილმა