ევროკავშირის პრესსპიკერი - დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ მიუღებელია

დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ მიუღებელია , - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი ნაბილა მასრალი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება”, - წერს ნაბილა მასრალი.