პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, ირაკლი კობახიძეს პრემიერის რანგში კერძო სექტორთან ამ დრომდე არ უსაუბრია და შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა 5 საათზე კანცელარიაშია ჩანიშნული.

ნინი ქეთელაური