უჩა აბაშიძის საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ვაზნა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, მათ შორის არაერთი საბრძოლო ვაზნა. ამოღებულ იარაღებს შორის არის აირსოფტის იარაღებიც.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

„გვესმის ცალკეული სპეკულაციები გუშინ პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირთან დაკავშირებით, ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული პირის საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა მათ შორის არაერთი საბრძოლო ვაზნა. ამოღებულ იარაღებს შორის არის აირსოფტის იარაღებიც. ამოღებული ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, -აცხადებენ უწყებაში.