„კანონის დამტკიცება უარყოფითად აისახება კომპანიების გადაწყვეტილებაზე, შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე“

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ნეგატიურად აისახება ბიზნეს გარემოზე“, - ამის შესახებ სავაჭრო და სამრეწველო პალატა საფრანგეთი-საქართველოს წარმომადგენელმა ნათია ჯავახიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიზნესები აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და კანონის მიღება უარყოფით გავლენას მოახდენს მათ გადაწყვეტილებაზე, შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე.

„ამ კანონის მიღება ნეგატიურად აისახება ბიზნეს გარემოზე, გამომდინარე იქიდან, რომ აკვირდებიან პროცესებს, დაძაბულობას და ეს აისახება ბიზნეს გარემოზე. ის კომპანიები, რომლებიც აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ფიქრობენ საქართველოში ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას, ვფიქრობ თავს შეიკავებენ და ეს არანაირად არ არის საქართველოსთვის კარგი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს მოცემულობა, რომ საქართველოში შევინარჩუნოთ სტაბილურობა და მოვიზიდოთ მეტი კომპანია და ინვესტიცია. კანონის დამტკიცება ცუდად აისახება კომპანიების ინტერესებზე, შემოვიდეს საქართველოს ბაზარზე“, - განაცხადა ნათია ჯავახიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს 9 ბიზნესგაერთიანების წარმომადგენელმა ერთბლივად გამართულ პრესკონფერენციაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახე“ კანონპრიექტთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ კამოწვევებზე, რაც კანონის მიღების შემთხვევაში შესაძლოა, საქართველოში შეიქმნას. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს მმართველ პარტიას კანონპროექტის გაწვევისკენ და დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ ეწინააღმდეგებიამ აღნიშნული კანონის მიღებას.

მერი ტაბატაძე