400-ზე მეტი კლასიკური მანქანა 65 მოტოციკლი - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ბრიტანეთში უდიდეს კოლექციას ფლობს

თავისი პირველი ავტომობილი, თითქმის ახალი Jensen FF ბრიტანელმა როჯერ დადინგმა 1968 წელს იყიდა. მაშინ, მან არ იცოდა, რომ შენაძენი უდიდესი კოლექციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნებოდა. თუმცა, დღეს, ნახევარი საუკუნის შემდეგ, როჯერი 400-ზე მეტ კლასიკურ ავტომობილს და დაახლოებით 65 მოტოციკლს ფლობს.

81 წლის უნიკალური ნაკეთობების მესაკუთრე ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში 14 000 ჩაკეტილ ავტოფარეხს ფლობს. სტუდია, სახელწოდებით Studio 434, სადაც გამოფენილია კოლექცია, დამთვალიერებლებისთვის ღიაა.

როჯერი ჯერ კიდევ ყიდულობს კლასიკურ მანქანებს, რომ შემატოს მის კოლექციას. წარმოგიდგენთ იშვიათი განძიდან რამდენიმეს.

1-1715349548.jpg

ასტონ მარტინი- Lagondas

აღნიშნული მოდელი მხოლოდ 645 ეგზემპლარი დამზადდა და როჯერი ფლობს 24-ს - ანუ მთლიანი წარმოების 4%-ს.

2-1715349656.jpg

AC 378 Zagato

2012 წლის ჟენევის შოუზე გამოქვეყნებული, AC 378 GT Zagato აერთიანებს 434 ცხენის ძალის 6.2-ლიტრიან V8-ს. მისი ფასი 90 ათას ფუნტი იყო. თუმცა წარმოება არ გაგრძელებულა და აღნიშნულ ავტომობილს როჯერი განსაკუთრებულად უფრთხილდება.

3-1715349681.jpg

ფერარი 246 "Dino"

დადინგის კოლექციაში შემავალი 11 ფერარიდან ერთ-ერთი- Dino, არის როჯერის საყვარელი ავტომობილი.

4-1715349700.jpg

სამხედრო Austin Seven

პირველი სამხედრო სკაუტური მანქანები Austin Sevens-ის მიხედვით შეიქმნა. უცნობია, რა რაოდენობით დამზადდა თავად ეს მოდელი, მაგრამ მათგან უმეტესობა გადაეცა სამეფო არტილერიას, რათა ბატარეების მეთაურებს სადამკვირვებლო პუნქტებს შორის გადაადგილება შეძლებოდათ.

5-1715349725.jpg

პედლებიანი მანქანები

როჯერი არ აგროვებს მხოლოდ სრული ზომის მანქანებს - მას ასევე აქვს მოდელები. ნამდვილ მანქანათა რიგებს შორის არის უამრავი პედლებიანი მანქანა. მათ შორისაა Jaguar XK120, Aston Martin DB5 და ეს ორი Austin J40 - რომლებიც ახლა უფრო ღირებულია ვიდრე ბევრი სრული ზომის Austin.

6-1715349758.jpg

Zagato Zele

დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ელექტრომობილი პრიორიტეტული გამხდარიყო. ფოტოზე აღბეჭდილი ელექტრო მობილი თითქმის 50 წლის წინ დამზადდა. ეს იყო Zagato Zele, რომელიც იწარმოებოდა 1974-დან 1976 წლამდე. მანქანა ოფიციალურად ხელმისაწვდომი იყო დიდ ბრიტანეთში, Bristol Cars-ის მფლობელის ტონი კრუკის მეშვეობით.

7-1715349781.jpg

48-ცილინდრიანი კავასაკი

420 მანქანის გარდა, როჯერს ასევე აქვს დაახლოებით 65 მოტოციკლი მის კოლექციაში. ზოგი იშვიათია, ზოგი ნაკლებად. მათ შორის არის ეს უნიკალური 48 ცილინდრიანი კავასაკი.

8-1715349808.jpg

Austin Seven თეთრი კურდღელი

ეს სუპერმუხტიანი ერთადგილიანი ავტომობილი 1930-იანი წლების დასაწყისში და 1963 წლამდე მხედველობიდან გაქრა. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ის ინახებოდა სხვადასხვა ფარდულებში და ელოდა რესტავრაციას. საბოლოოდ ის სანამ როჯერმა 2012 წელს აუქციონზე იყიდა. თუმცა მას წარმოდგენაც არ ჰქონდა მის ისტორიაზე - უბრალოდ მოეწონა.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი