ცნობილი ემიგრანტები, რომლებმაც ამერიკა “დიდებულ ქვეყნად“ აქციეს

ამერიკა ემიგრანტების მიერ განვითარდა. სხვადასხვა კულტურისა და გავლენის ერთობლიობამ ჩამოაყალიბა ქვეყანა და აქცია ის “დიდ ერად“. ამ ემიგრანტთაგან ბევრი გახდა ცნობილი ფიგურა აშშ-ში და მთელ მსოფლიოში.

ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან დაწყებული, პოლიტიკოსებით დამთავრებული, გთავაზობთ იმ ემიგრანტების ნაწილს, რომლებმაც ამერიკა “დიდებულ ქვეყნად“ აქციეს.

ენტონი ჰოპკინსი

წარმოშობით უელსიდან, ჰოპკინსის კარიერა ჰოლივუდში გასაოცარი იყო. მსახიობი 2000 წელს გახდა ამერიკის მოქალაქე (ამჟამად ორმაგი მოქალაქეობა აქვს) და დროის დიდ ნაწილს ატარებს მალიბუში.

ალბერტ აინშტაინი

ალბერტ აინშტაინი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანია, ვინც აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა. გერმანიის ქალაქ ულმში დაბადებულმა ცნობილმა ფიზიკოსმა პრინსტონის უნივერსიტეტში გამორჩეული სამუშაო შეასრულა და 1940 წელს ამერიკის მოქალაქე გახდა.

აი ემ პეი

პეი დაიბადა ჩინეთში, გუანჯოუში და საცხოვრებლა გადავიდა ამერიკაში, როდესაც 18 წლის იყო. ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არქიტექტორი მსოფლიოში. მის ნამუშევრებში შედის ლუვრის პირამიდა პარიზში და JFK ბიბლიოთეკა ბოსტონში.

ლევი სტრაუსი

მოდის წარმომადგენელი გერმანიაში 1829 წელს დაიბადა. ლევი სტრაუსი ამერიკაში 1847 წელს გადავიდა საცხოვრებლად, რამდენიმე წლის შემდეგ კი ყველას ეცვა მისი სახელობის ჯინსი.

ნიკოლა ტესლა

ცნობილი გამომგონებელი დაიბადა 1856 წელს თანამედროვე ხორვატიის ერთ-ერთ სოფელში, სმილიანში. მაშინ სოფელში ავსტრიის იმპერიის ნაწილი იყო. 1884 წლის ივნისში ტესლა საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, ხოლო 1891 წელს გახდა აშშ-ს მოქალაქე.

ენდრიუ კარნეგი

შოტლანდიის მუშათა კლასიდან წარმოშობილი კარნეგი გახდა ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ყველაზე გულუხვი ქველმოქმედი ამერიკაში.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი