აფხაზეთის All-Inclusive სასტუმროებზე მოთხოვნა გაორმაგდა

აფხაზეთის სასტუმრო ტურებზე, რომელშიც სრული კვება და მომსახურება შედის, მოთხოვნა, 2023 წელთან შედარებით, გაორმაგდა. მონაცემებს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.

აფხაზეთის ზოგიერთ პოპულარულ სასტუმროში, რომლეშიც სრულფასოვანი კვება და მომსახურება შედის, გაყიდვები ზაფხულისთვის უკვე შეჩერებულია.

ასეთი ტურები სამჯერ უფრო პოპულარულია იმ სასტუმროებში, რომლის სერვისშიც მხოლოდ საუზმე შედის. კერძოდ, ე.წ. სრული პანსიონი, ანუ კვება-საცხოვრისი ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ვარიანტია და მას ტუროპერატორთა კლიენტების 48,5% ირჩევს.

ფასთან და ხარისხთან შესაბამისი “სრული პანსიონის” სასტუმროებს შორის ჯავშნების რაოდენობით კურორტ “ბიჭვინთის” პანსიონატების ასოციაცია ლიდერობს. ტუროპერატორების შეფასებით, “ბიჭვინთის” სასტუმროებს განვითარებული ინფრასტრუქტურა, მაღალი რეიტინგი და სოციალურ ქსელებში პოზიტიური გამოხმაურება აქვთ.

აფხაზეთის სრული კვებისა და მომსახურების სასტუმროებში ექსპერტები ზაფხულში ადგილების დეფიციტს პროგნოზირებენ. ტუროპერატორთა ცნობით, ივლის-აგვისტოსთვის პოპულარული ობიექტების დაკავებულობა უკვე 70-80%-ს შეადგენს.

აფხაზეთში დასასვენებლად და ექსკურსიებზე 2023 წელს, დაახლოებით, 1,4 მლნ ადამიანი ჩავიდა, რომლებიც, ძირითადად, რუსები იყვნენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ