2023 წელს არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრში, ე.წ. „შავ სიაში“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 521 შემთხვევაზე მიიღო გადაწყვეტილება. აქედან, 390 მიმწოდებელი „შავ სიაში“ მოხვდა, 98-ს მიეცა გაფრთხილება, 29-ს უარი ეთქვა, ხოლო განუხილველი დარჩა 4 გადაწყვეტილება. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშშია აღნიშნული.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2023 წელს, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებლის რეესტრში, ე.წ. “თეთრ სიაში“ ეკონომიკური ოპერატორების დარეგისტრირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ჯამურმა რაოდენობამ 241 შეადგინა. აქედან, 143 მიმწოდებელი დარეგისტრირდა თეთრ სიაში, რეგისტრაცია გაუგრძელდა 58 მიმწოდებელს, უარი ეთქვა 4-ს, ხოლო განუხილველად დარჩა 36 შემთხვევა.
ანგარიშის თანახმად, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, თეთრ სიასთან დაკავშირებით 35 გადაწყვეტილებით მეტი იქნა მიღებული (2022 წელს - 206 გადაწყვეტილება).