„მე ვერავინ ვერაფერს მომთხოვს“ - ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრამდე კომენტარს აკეთებენ

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესმენების ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს.

პრემიერთა შეხვედრაზე მიმავალმა ბიზნესმენებმა „ტვ პირველთან“ მცირე კომენტარიც გააკეთეს.

„მე ვერავინ ვერაფერს მომთხოვს. ბოლო 12 წელია ბიზნესი წნეხის ქვეშ არ ყოფილა“ - კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი.

„ჩემი პოზიცია ნათელია“ - "მაკდონალდსის" მფლობელი თემურ ჭყონია.

„მივესალმები ევროპულ ინტეგრაციას, მაგის გარეშე განვითარება შეუძლებელია. პასუხისმგებლობა დღევანდელ პროცესებზე ხელისუფლებას ეკისრება“ - კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე.

კანცელარიაში შეხვედრაზე არიან როგორც კანონპროექტის მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე უკვე შევიდნენ ბიზნესმენები თემურ ჭყონია, ზურა ჩხაიძე, ლაშა პაპაშვილი, თინა სტამბოლიშვილი, ირაკლი კვერღელიძე და სხვები.

ეკა დარჩიაშვილი