საქართველომ ბელარუსიდან კარტოფილის იმპორტი 12-ჯერ შეამცირა

2024 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველომ ბელარუსიიდან კარტოფილის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა.

საქსტატის ცნობით, თუ 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 6 371 ტონა ბელარუსული კარტოფილი იყიდა, 2024 წლის ანალოგიური პერიოდისთვის ეს რიცხვი 518 ტონას შეადგენს.

რაც შეეხება ღირებულებას, 2024 წლის პირველ კვარტალში ბელარუსულ კარტოფილში ქვეყანამ მხოლოდ 137 ათასი დოლარი გადაიხადა, მაშინ, როცა 2023 წლის იანვარ-მარტში ეს თანხა 1,72 მლნ დოლარს შეადგენდა.

ეკა დარჩიაშვილი