გერმანიის ელჩი - ძალადობა და დაშინება, მათ შორის საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ, მიუღებელია

ძალადობა და დაშინება, მათ შორის საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ, მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„ძალადობა და დაშინება - მათ შორის საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ - მიუღებელია. კანონის უზენაესობა გაიმარჯვებს. დემოკრატია საჭიროებს ძალადობის გამორიცხვას“, - წერს ფიშერი.