რამდენია გრანტების წილი მუნიციპალიტეტების შემოსავლებში?

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებმა 2024 წლის პირველ სამ თვეში 367 348 ლარი შეადგინა. აქედან 32,9%-ზე მეტი, 120 913 ლარი გრანტია. აღნიშნული თითქმის იმდენივეა, რამდენიც გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი - 156 716 ლარი. რომ არა გრანტები, მუნიციპალიტეტის შემოსავლებს ხარჯები მნიშვნელოვნად გადააჭარბებდა და საოპერაციო სალდო (1 322 ლარი) უარყოფითი იქნებოდა.

საკმაოდ მაღალია გრანტის წილი ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც. 2024 წლის პირველ კვარტალში მუნიციპალიტეტმა გადასახადებიდან 15 223 ათასი, ხოლო გრანტის სახით 13 315 ლარი მიიღო. შარშანდელი წელი ამ მხრივ ბათუმისთვის განსაკუთრებული იყო. მუნიციპალიტეტს გრანტების საშუალებით 12 თვეში 134 000 ლარი დაუგროვდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53,4%-ით (87 327 ლარი) აჭარბებდა.

გრანტებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის შემოსავლების 24,4% შეადგინა. წლის პირველ სამ თვეში მუნიციპალიტეტმა 23 653 ლარის შემოსავალი მიიღო, აქედან 5 767 ლარი გრანტებია. რომ არა გრანტები, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საოპერაციო სალდოც უარყოფითი, -2 899 ლარი იქნებოდა.

დიდი ქალაქებიდან გრანტებზე დამოკიდებული ყველაზე ნაკლებად რუსთავი აღმოჩნდა. იანვარ-თებერვალ-მარტში რუსთავის მუნიციპალიტეტის შემოსავლები ჯამში 16 607 ლარი იყო, აქედან 16%, ანუ 2 657 ლარი იყო გრანტი. წინამორბედებისგან განსხვავებით, რუსთავს გრანტების სიდიდის გამორიცხვის გარეშეც უარყოფითი საოპერაციო სალდო (-5 044 ლარი) აქვს.

მოამზადა თორნიკე მაისაშვილმა