გერმანიაში მომიტინგეებმა Tesla-ს ქარხანაში შეჭრა სცადეს, რამდენიმე ადამიანი დაკავებულია

გერმანიაში Tesla-ს მიერ, ბერლინთან ახლოს, გიგაქარხნის აშენების გეგმას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. პროექტით უკმაყოფილო ბუნების დამცველმა აქტივისტებმა ქარხნის ტერიტორიაზე შეღწევა სცადეს, რასაც პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. სიტუაცია მთელი კვირის განმავლობაში დაძაბული იყო, მაგრამ ხუთშაბათს სახალხო დღესასწაულზე საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

მომიტინგეები ქარხნის და ახლომდებარე აეროდრომის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მოძრაობა შეაფერეს, ადგილი ჰქონდა შეტაკებებსაც. აღნიშნულის შედეგად, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

უსაფრთხოების გამო, Tesla-მ თავის მუშებს სახლში დარჩენა ურჩია, რამაც წარმოება მნიშვნელოვნად შეაფერხა.

შეგახსნებთ, რომ ქარხნის გაფართების გეგმები მიცავს სასაწყობე და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დამატებას, რისთვისაც ტყის გაჩეხაა საჭირო. აღნიშნული გარემოს დამცველებს ყველაზე მეტად აწუხებთ. მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში უმრავლესობამ ხმა გაფართოების წინააღმდეგ მისცა, Tesla და ადგილობრივი ხელისუფლება აგრძელებენ პროექტს.

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა უკვე გამოხატა იმედგაცრუება მომიტინგეების ქმედებების გამო.

მოამზადა თორნიკე მაისაშვილმა